თევზები — წყლის ხერხემლიანიცხოველები, რომლებსაც არ აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა. თევზების ზომა-წონა განსხვავებულია: პანდაკის სიგრძე 7,5 მმ-ს აღწევს, ხოლო ვეშაპისებრი ზვიგენისა 15-20 მ-ს. თევზების უმრავლესობას თითისტარისებური სხეული აქვს, ზოგს — გვერდებიდან (კამბალა) ან ზურგ-მუცლისაკენ (სკაროსი) გაბრტყელებული, გველივით (გველთევზა) წაგრძელებული ან ნემსივით (ზღვის ნემსთევზა) წაწვრილებული, ზოგი ბურთისებური (ზღარბთევზა) ან თასმისებურია (ქაშაყთმეფე).
No comments:
Post a Comment