თევზები
Sunday, January 31, 2021
Wednesday, January 20, 2021
თევზების ისტორია
როგორც ჟურნალი "Science"-ი წერს, ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს თბილსისხლიანი თევზის სახეობა ოპაჰია (Lampris guttatus). მას ვიზუალური ფორმის გამო, ასევე მთვარისა და მზის თევზს (Sunfish, Moonfish) ეძახიან. ოპაჰიას აქვს უნიკალური უნარი შეინარჩუნოს სხეულის მაღალი ტემპერატურა იმ დროს, როცა ის სანადიროდ ოკეანის სიღმეში ცურავს. აღმოჩენა კალიფორნიაში, ოკეანის სანაპირო ფაუნის კვლევის შემდეგ გაკეთდა.
მკვლევრების აზრით, ამ თევზის უპირატესობაა, კონკურენცია გაუწიოს ოკეანის სიღრმეში ბინადარ სხვა მტაცებლებს. ოპაჰიას ამ ტემპერატურას ფარფლის სწრაფი მოძრაობით გამოიმუშავებს, სითბოს კი უნიკალური სისხლის მიმოქცევის სისტემა უწყობს ხელს.
თევზები
თევზები — წყლის ხერხემლიანიცხოველები, რომლებსაც არ აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა. თევზების ზომა-წონა განსხვავებულია: პანდაკის სიგრძე 7,5 მმ-ს აღწევს, ხოლო ვეშაპისებრი ზვიგენისა 15-20 მ-ს. თევზების უმრავლესობას თითისტარისებური სხეული აქვს, ზოგს — გვერდებიდან (კამბალა) ან ზურგ-მუცლისაკენ (სკაროსი) გაბრტყელებული, გველივით (გველთევზა) წაგრძელებული ან ნემსივით (ზღვის ნემსთევზა) წაწვრილებული, ზოგი ბურთისებური (ზღარბთევზა) ან თასმისებურია (ქაშაყთმეფე).
-
როგორც ჟურნალი " Science" -ი წერს, ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს თბილსისხლიანი თევზის სახეობა ოპაჰია ( Lampris guttatus ). მ...
-
თევზები — წყლის ხერხემლიანი ცხოველები , რომლებსაც არ აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა. თევზების ზომა-წონა განსხვავებულია: პანდაკის სიგრძ...